კომპეტენციათა ცენტრი

¥ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგეციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში კონფერენცია-გამოფენაში - Seatrade Europe 2017

14 სექტემბერი 2017 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგეციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რექტორი ირაკლი შარაბიძე, ISO სტანდარტის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეონა ძნელაძე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი რომან მამულაძე მივლინებით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალოაქ ჰამბურგში, სადაც, მონაწილეობა მიიღეს საკრუიზო ტურიზმთან დაკავშირებულ კონფერენცია-გამოფენაში -  Seatrade Europe 2017, http://www.seatrade-europe.com/.   

კონფერენციაში მონაწილეობის მიზანს წარმოადგენდა საკრუიზო ინდუსტრიის თანამედროვე მიღწევებისა და გამოწვევების გაცნობა, საკრუიზო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის კონტაქტების დამყარება.

როგორც ცნობილია საზღვაო აკადფემიაში მოქმედებს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი“, სულ ეხლახან კი სახელმწიფო აკრედიტაცია მოიპოვა ახალმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ „საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი“.

საზღვაო აკადემია ასევე ახორციელებს ევროკომისიის პროექტს „„კომპეტენციათა ცენტრების ქსელი  შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region -  CruiseT"“, რომლის ფარგლებშიც ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან ჩამოყალიბდა „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი“.

საზღვაო აკადემია ებრაელ და იტალიელ პარტნიორებთან ერთად იწყებს ახალ პროექტს „საქართველ;ოს მოსახლეობის საყოველთაო დასაქმება“, რომელიც მიზმნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საკრუიზო ინდუსტრიაში.

 კომპეტენციათა ცენტრის ბაზაზე იგეგმება მოკლევადიანი სასერტიფიკაციო კურსების დანერგვა, რომლებიც  დარგის სპეციალისტებს დაეხმარება დასაქმდნენ საკრუიზო გემებზე მომსახურების (სასტუმრო, სარესტორნე და კომერციული საქმიანობა) სფეროში. 

უკან

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31