კომპეტენციათა ცენტრი

Erasmus+-ის ახალი პროექტი - 585832-EPP-1-2017-1-IT- „Master in smart transport and logistics for cities“ - SmaLog

9 აგვისტო 2017 წელი

გამოქვეყნდა Erasmus+ (https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus_en)-ის 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები. ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით დაფინანსდა ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ხუთი ახალი პროექტი. დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მონაწილეობით შემუშავებული პროექტი 585832-EPP-1-2017-1-IT- EPPKA2-CBHE-JP „Master in smart transport and logistics for cities“ - SmaLog.

პროექტი სამწლიანია და მისი ბიუჯეტი 1.479.002 ევროს შეადგენს.

პროექტში მონაწილეობენ იტალიის, პოლონეთის, გერმანიის, საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტები და სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე დაწესებულებები. საქართველოს მხრიდან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, პროექტში მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის ავტოსატრანსპორტო საწარმო.

პროექტის ძირითადი მიზნებია:

-       ლოჯისტიკისა და საქალაქო ტრანსპორტის სფეროში მოწინავე ევროპული გამოცდილების გაზიარება და მისი ასახვა როგორც საგანმანათლებლო პროგრამებში, ისე საქალაქო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემების პრაქტიკულ საქმიანობაში;

-       ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავება;

-       სხვადასხვა სახის ღონისძიების (სემინარები, კვლევები, კონფერენციები და სხვა) ორგანიზება;

-       უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება;

-       უნივერსიტეტების, სახელმწიფო სტრუქტურების და ბიზნესი სფეროს ჩართულობით ლოჯისტიკის ეროვნული საკოორდინაციო ქსელის შექმნა, რომელიც ჩაერთვება მსგავს საერთაშორისო ქსელში (EU-GE/UA double-joint degree).

http://erasmusplus.org.ge/ge/news-events/2017/314

https://eacea.ec.europa.eu/sites/eacea-site/files/cbhe_2017_results_by_region_publication_without_total_final.pdf

უკან

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031