კომპეტენციათა ცენტრი

ჩატარებული ღონისძიებები

ოფიციანტთა მომზადების მოკლევადიანი კურსები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებისათვის პროექტ „ისწავლე და იმუშავე“-ს ფარგლებში

28 მარტი 2017 წელი
2017 წლის 24-28 მარტს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა ოფიციანტთა მომზადების მოკლევადიანი კურსები პროექტ „ისწავლე და იმუშავე“-ს ფარგლებში, რომლის რეალიზებაც ხდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საკრუიზო ტურიზმის განვითარების კომპეტენციათა ცენტრის მიერ აჭარის ტურისტული გიდების ასოციაციასთან ერთად. კურსების დასრულებისას ტესტებისა და გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები ტრენინგის გავლის შესახებ. ეს მათ საშუალებას მისცემს შემდგომში დასაქმდნენ სასტუმრო და სარესტორნე სექტორში.
სრულად

სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა პროექტის “მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში

15 დეკემბერი 2016 წელი
საერთაშორისო პროექტის “მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის 4 სტუდენტი ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრება.
სრულად

სამუშაო შეხვედრა პროექტის “მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში

15 დეკემბერი 2016 წელი
2016 წლის 7 დეკემბერს ქუთაისი ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სამუშაო შეხვედრა პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლის მეურნეობა და მემკვიდრეობის" ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიისუნივერსიტეტის (USN), აგრეთვე საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031